17
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა. სწავლება ამერიკის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. სასწავლო კურსს ამერიკელი ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების მონაწილეებმა,რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მსახურობენ, ცოდნა გაიღრმავეს, თუ როგორ ამოიცნონ და ქვეყანაში არ შემოუშვან ე.წ. "იმპოსტერი" - პირი, რომელიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტის მეშვეობით ცდილობს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თავს ასაღებს, აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელად. ტრენინგის მიზანი იყო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების მიმართულებით სასაზღვრო გამტარ პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება, ასევე, მათთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ დავითაშვილმა ტრენინგის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
მსგავსი ვიდეოები
გია ჭანტურიას ძალიან სასაცილო ანიგნოტი
Mr K
ომარიკო/omariko
Wyza
ჩვენებური ევროპა - 9.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
პირველები ⭕ 🅻🅸🆅🅴
გიორგი ბარამიძე - არ დავივიწყოთ ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ...
ტვ პირველი • TV Pirveli
იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 15 საათზე, 22 აპრილი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster