მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარედგინა
12/18/2020
მომავალი მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა, სადაც იუსტიციის მინისტრის გარდა ყველა ძველი სახეა. პარლამენტში გადანაცვლებულ თეა წულუკიანს იუსტიციის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამ ეტაპზე კულტურის სამინისტრო კვლავ განათლების სამინისტროსთან გაერთიანებული რჩება და ერთიან უწყებას კვლავ მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს, თუმცა მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია მსჯელობა კულტურის და განათლების სამინისტროების გაყოფის და კვლავ ცალ-ცალკე ფუნქციონირების შესახებ. გიორგი გახარიას გუნდისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს. ცნობილია მომავალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.