დღეს, 9 ოქტომბერს, გდანსკში ქართული კულტურის კვირეული იხსნება. გახსნის ცერემონიამდე, რამდენიმე დღით ადრე, ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა ქართული დროშები და კულტურის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების აფიშები; პოლონური პრესა ქართული თეატრის, კინოს და ფოლკლორული ანსამბლების შესახებ სტატიებს თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს. ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, სრულ მზადყოფნაშია გდანსკის თეატრის ის სივრცეები, სადაც ქართული კულტურის დღეები გაიხსნება.
ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ გდანსკში ჩასული დამთვალიერებელი ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგს გაეცნობა - თეატრი, კინო, ხალხური ცეკვა და მუსიკა, მხატვრობა და ფოტოხელოვნება ქართული კულტურის დღეების ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული კულტურის კვირეულს, პოლონეთი 9-დან 16 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045