მოგერიება წირქვალში - პირველი პროტესტი ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ასარიდებლად
07/30/2022
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
https://mtisambebi.ge/ - ჭიათურის რაიონში წირქვალი ერთადერთი სოფელია, სადაც კონსტიტუციური უფლების - ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს დასაცავად, მოსახლეობა, პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში, წინ აღუდგა მთავრობის მიერ, მათი მონაწილეობის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებას. „ჯორჯიან მანგანეზის“ ორივე მცდელობა, მანგანუმის ამოსაღებად წირქვალიც გადათხარონ, უშედეგოდ დასრულდა. სოფელში შეყვანილი ტრაქტორები და კომპანიის კოოპერატორები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააძევეს.