სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. სოფელ ჯოყოლოში გუმაშვილების ოჯახს ადამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წუხელ შეატყობინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადამი სირიაში ხუთი წლის წინ წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გავლენიანი პირი იყო. ის დაახლოვებული იყო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, რომელიც ასევე წარმოშობით პანკისის ხეობიდან იყო. 44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის, მთარგმნელისა და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის სულეიმან გუმაშვილის ვაჟია. მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით არ დადასტურდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ და რატომ მიდის პანკისიდან სირიაში?
რადიო თავისუფლება
სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სირიაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა 25.01.2016
Tv Dia
სირიაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა
TV Pirveli
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster