აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა
05/14/2021
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ამერიკულმა პერსონალმა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ისრაელი 13 მაისს დატოვა. კირბის განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ. ამასთან, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში დაგეგმილი მგზავრობის გადახედვას ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქების, მათ შორის, იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების, ისრაელის საპასუხო იერიშების, ასევე ისრაელში საპროტესტო გამოსვლებისა და გაზრდილი ძალადობის შესახებ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.