მოწოდება დიალოგისკენ და პოლიტიკური პასუხი


შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით დიალოგის დაწყებას ყველა პარტია ემხრობა, თუმცა მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერ თანხმდება საკითხებზე, რომლებიც მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ოთხი პოლიტიკური ძალა- „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“ ხელახალ არჩევნებს და ცესკო-ს ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვს, ანალოგიური პოზიცია აქვს დანარჩენ ოპოზიციასაც. თუმცა არჩევნების შედეგების გასწორების განხილვის ალბათობას უშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ულტიმატუმად მიიჩნევს „ქართული ოცნება“, რომელიც ოპონენტებს გადათვლილი 40-მდე უბნის მონაცემებს ახსენებს და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან