საქართველოს პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი
მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მხარეებმა იმსჯელეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. პრემიერის ინფორმაციით, ის სარგებლობს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით. მოინახულა უკვე 100-ზე მეტმა პირმა, მათ შორის ადვოკატებმა ოჯახის წევრებმა და დეპუტატებმა. აქცენტი გაკეთდა ციხის ჰოსპიტალში გადაყვანაზეც. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. პრემიერმა სააკაშვილის ქმედებები შეაფასა როგორც დესტრუქციული და პროვოკაციული და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. სატელეფონო საუბრის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ ვლადიმერ ზელენსკიმაც. პრეზიდენტის ინფორმაციით, დისკუსიისას მან განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ღარიბაშვილი - ზელენსკის სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არესტოვიჩის განცხადებები - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიცე-პრემიერის პოსტის შესთავაზება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტი ოთხი დეპუტატის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster