ასპინძაში სახალხო დღესასწაული „შოთაობა 2018″ აღინიშნება


ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შოთაობა 2018″ აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიება ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს. „შოთაობა 2018“-ის საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ რუსთავსა და დაბა ასპინძაში, შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

დილიდან, ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრები გამოიფინა. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, ასპინძის სოფლებიდან, ადგილობრივებმა მათ მიერ მომზადებული კერძების გამოფენა მოაწყვეს. გაიმართა სპორტული ღონისძიებები, ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, სადაც გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან