მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე

02.11.2019 01:25

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ. იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნა, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსების – „პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში, არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიცია. გარდა ამისა, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გაიმართა მსვლელობა  - „ჩემი სამშობლო მაღალია“, ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. დღესვე, საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani