ნარკოდანაშაული

02.08.2019 00:53

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საუბარია 3 შემთხვევაზე და დაკავებულია ასევე 3 ადამინი. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა 2000 წელს დადაბედბილი მამაკაცის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს. 1992 წელს დაბადებული ირანის მოქალაქეს, 200 გრამი „ჰეროინი“ აღმოაჩნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 1991 წელს დაბადებულ ახალგაზრდას კი, - ნარკოტიკული საშუალების 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: