დავით სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


\"თეთრი ხმაურის მოძრაობის\" წარმომადგენელი დავით სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით სინთეზური ნარკოტიკით, რომელიც მომხმარებელმა ემ დი ემ ეი-ს სახით შეიძინა, სამი ადამიანი მოიწამლა და ისინი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

\"თეთრი ხმაურის მოძრაობის\" ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. მისი მიღების შედეგად გამოვლინდა სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა.

\"თეთრი ხმაურის მოძრაობა\" მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტონ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან