ახლა ეს ჩემი საყვარელი ხინკლის რეცეპტია.ძალიან გემრიელი და განსხვავებული ხინკლის რეცეპტი ფარშით
გამარჯობათ მეგობრებო მე ვარ გიგა,დღეს მოვამზადე ხინკალი ოჯახის უძველესი რეცეპტით,რომელსაც ძალიან დიდხანს ვეძებდი,ასევე გასწავით ხინკლის მოხვევას და შიგთავსის სწორად შეკმაზვას,ინგრედიენტები ბევრი არ გამოვიყენე,ყველამ ვიცით თუ როგორ მზადდებოდა ხინკალი მთაში თუ ბარში ,მთაში ხინკას მწვანილს და ნიორს არ უშვებოდნენ,ასევე არც ძირას,იყო ოჯახები რომლებიც უმატებდნენ ცოტა რაოდენობით კვლიავს და მთის ქონდარს,იმედია დამეთანხმებით რომ ამ სამი ჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან სამივეს განსხვავებული არომატი აქვს განსხვავება არომატტთა ინტენსიურობაში არის,კვლიავი და მთის ქონდარი თითქმის ერთი და იგივე არის ,ძირა არ არის ისეთი ინტენსიური არომატის მქონე მცენარე.არ იყენებდნენ ასევე მწვანილს და რატომაც ამასაც გიამბობთ შემდეგში,მწვანილის დამატება შემდეგ შემოვიდა და ეძახიან ქალაქურ ხინკალს რომელიც ძალიან გემრიელი არის მთავარია მისი სწორად მომზადება.. ეხლა ნაოჭებზე ყურადღებას არ ვამახვილებ და არც ფარშზე,უბრალოდ გასწავლით როგორ უნდა მომზადდეს ხინკალი,მე ხორცი არ დავკეპე,უბრალოდ გავატარე მანქანაში..მომყევით და დავიწყოდ ხინკლის მომზადება. ინგრედიენტები: ცომისათვის: 1.1 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი 2.450 მლ ძალიან ცივი წყალი 3.მარილი 2 ჩ.კ შიგთავსი: 4.1 ცალი დიდი ზომის ხახვი 5.1 ჩ.კ წითელი დაღერღილი წიწაკა(თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებით) 6.ხორცი ან ფარში 1 კგ,60 % საქონლის ცხიმიანი ხორცი და 40 % ღორის ცხიმიანი ხორცი 7.საქონლის ძვლის ნახარში ან ხორცის ნახარში გამოვიყენე 650-700 მლ 8.მარილი 2 ჩ.კ მე საკმარისად ჩავთვალე(თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებით) 9.მე ფარში გავყავი ორ ნაწილად და ერთ ნაწილს დავუმატე კვლიავი უბრალოდ საცდელად 1/2 ჩ.კ,მაინტერესებდა არომატი,არ არის აუცილებელი თქვენც გამოიყენოდ თუ გსურთ შეგიძლიათ იმ შემთხვევაში გამოიყენოდ. 10.შავი პილპილი ზემოდან მოსაყრელად ------------------ რაოდენობა 40-45 ცალი გააჩნია თქვენ რა ზომის ხინკალი გნებავთ. ------------------ სიძლნელე საშუალო ------------------- მომზადება: მოვზილოდ ძალიან მკვრივი ცომი ,მოზელის შემდეგ დავასვენოდ 30 წუთით,ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი,დაიმახსოვრედ ხახვი უნდა იყოს წვრილად დაჭრილი,შევურიოდ ყველა მოცემული ინგრედიენტი და კარგად გადავურიოთ,თუ ნახარში არ გაქვთ გამოიყენეთ წყალი ,მაგრამ დიდი რაოდენობით სითხის გამოყენებას არ გირჩევთ თუ კი გაქვთ ცხიმიანი ხორცი,როდესაც ხორცი საკმაოდ ცხიმიანი არის და კიდევ ბევრ სითხეს ვუმატებთ იკარგება არომატი.. მე რაოდენობა მიგითითედ,ეს საკმარისი არის და საკმარისზე მეტიც,შეგიძლიად დააკლოდ სითხის რაოდენობა,მე გამომივიდა საკმაოდ წვნიანი არომატული და საკმაოდ რბილი შიგთავსის მქონე ხინკალი.. შეეცადეთ სითხის რაოდენობა განსაზღვროთ შიგთავსში კოვზის მოთავსებით,თუ იმის შემდეგ რაც კოვზი ჩადეთ შიგთავსში და წამოიგო წვენი და კოვზე საკმაოდ გადმოვიდა მაშინ სითხე საკმარისი არის. მზა ცომს გავაბრტყელებ დაახლოებით სანტიმეტრნახევარ სისქეზე და ამოვჭრი,ან ჭიქით ან ხინკლის საჭრელით,ცომს ვაბრტყელებ შემდეგ ნაირად თავიდან საგვინველას რამოდენიმე გადავატარებ მთლიან მასას და შემდეგ უკვე უბრტყელებ გვერდებს არ შეეხოდ ცომის შუაგულს შეეცადეთ ძალიან არ დაათხელოდ ცომის შუაგული,ამიტომ ვაბრტყელებთ მხოლოდ გვერდებს ისე როგორც არის ნაჩვენები ვიდეო რეცეპტში,ამის შემდეგ ვიწყებ მოხვევას ხინკალს ვახვევთ მარჯვნიდან მარცხნივ ანუ მარჯვენა ხელი აკეთებს ნაოჭებს მარცხენა ცომის თავს პრესავს ანუ კარგად ამაგრებს რათა არ გაიხსნეს ხინკალი,(უყურედ აქაც ციდეოს),როდესაც დარჩბა ხინკლის თავი ცოტათი ღია მაშინ ვიწყებ ცერა თითებით მის გამოყვანას და იმ ღრმულის შევსებას თითების სწრაფი მოძრაობით და ცომის თრიალით,(უყურეთ ვიდეოს აქაც).ბოლოს შეკრული ხინკალს მოვკიდოთ სამი თითი და ვაბრუნოდ რათა საბოლოოდ შეიკრას,ამის შემდეგ მოვწყვიტოდ კუჭი და მზად არის მოსახარშად. ----------- ცომი არის კარგად ელასტიური ასე რომ გარწმუნებთ არასოდეს გაგისკდებათ მოხარშვის დროს,,1 სუფრის კოვზი შიგთავსი საკმარისი არის 1 ხინკალზე,მაგრამ თუ საშუალება გექნებად შიგთავსი არ დაინანოდ შეგიძლიდ უქნათ მეტი. ---------- მოხარშვა: დიდი ზომის ქვაბში ჩავასხად წყალი,როდესაც წამოდუღდება და ბუშტუკებს წამოიღებს ჩავყაროდ მარილი და ამოვურიოთ,და ვაცადოთ კარგად ადუღება,როდესაც კარგად წამოდუღდება ერთხელ კიდევ ამოვურიოთ და დავიწყოდ ხინკლის ჩაყრა,შეეცადეთ ერთიანად ბევრი არ ჩაყაროდ,ბოლოს როდესაც ჩაყრას მორჩებით,ერთხელ კიდევ ამოურიეთ ძალიან ბრთხილად,და დააცადეთ მოხარშვა,როდესაც ხინკალი ზემოდ ამოტივტივდება იმ მომენტიდან კიდევ 5 წუთით ვხარშოდ ,5 წუთის შემდეგ გავთიშოდ გაზქურა ჩავასხად ცივი წყალი და ხინკალიც მზად არის რამოდენიმე წამში შეგიძლიად გადმოიტანოთ და დააგემოვნოდ,წარმატებებს გისურვებთ. #ხინკალი #ხინკლისმოხვევა #ხინკლისმომზადება #ხინკლისცომი #ხინკლისპრიალაცომი #ხინკლის უძველესი ოჯახური რეცეპტი #Старинный семейный рецепт хинкали #oldest family recipe for khinkali #როგორგავაკეთოთხინკალი #გუდამაყრულიხინკალი #მთიულურიხინკალი #ხევსურულიხინკალი #კახურიხინკალი #xinkliscomi #xinkali #khinkali #khinkalirecipe
CHEF GIGA BAKES-ის სხვა ვიდეოები
PANCAKE,PFANNKUCHEN,ამერიკული ფანქეიქი|GIGAS CUISI...
გათამაშება იწყება .გათამაშდება უამრავი პრიზები,იაქ...
07:48
ღუმელში გამომცხვარი კომბოსტოს და საქონლის ფარშის ბ...
20:13
აჭარული ხაჭაპურის ფაფუკი ცომი,хачапури по аджарски...
03:22
შვრიის პეჩენია მარტივი და გემრიელი. გერკულესის პეჩ...
05:34
მაწვნის უმარტივესი ნამცხვარი|იოგურტის მარტივი ნამც...
04:10
იაფი სწრაფი და გემრიელი შოკოლადის მაფინები, schnel...
04:20
უგემრიელესი არაჟნის კრემი კარაქით|Заварной сметан...
მსგავსი ვიდეოები
რუსულის გაკვეთილი #33. ზედსართავი სახელები. Имена прилагател...
Учим русский язык с Тинатин
ჩვენი რჩეული სიმღერები რომლებიც მაყურებელმა მოიწონა | simger...
შმაირები
#61. უმაგრესი დღე. დრონი შაორზე. დათოს და ვაკოს პირველი ქარი...
TerjiKo Fishing
საახალწლო ხელნაკეთი ნივთები ზუგდიდელი ქალებისგან
Radio Atinati
რა არის პატიება და როგორ ადამიანს შეუძლია აპატიოს-სულმკვდარს...
Teopile Malakia
კომპლექსური დავალება: საყვარელი პროფესიის ფესტივალი
TSOTNE GVAJAIA
16
🇬🇪ნინა: „ნუ გეშინია, დეიდა, უბრალოდ ახლა ჩემი დედიკო არის პა...
ლეონიდ ჩერნოვეცკი