ტურიზმის სექტორის 2022 წლის შედეგები

27.12.2022 04:28

პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო ძველ პოზიციებს იბრუნებს. ტურისტული ნაკადები ბოლო ერთ წელში მკვეთრად არის გაზრდილი, შემოსავლები სამი წლის წინანდელ მაჩვენებლებს აჭარბებს. საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ბათუმი, კახეთი და სვანეთი სარგებლობს. 2023 წელს სფეროს კიდევ უფრო მეტად დატვირთვას პროგნოზირებენ. წლის დასაწყისში ქვეყანა თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბაკურიანში დაგეგმილი ტურნირისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. მომავალ წელს საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი იქნება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: