იტალიიდან დაბრუნებული მგზავრები მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ორივე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს: „ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრის პასპორტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს. იტალიიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ადგილზე გაიარეს თერმოსკრინინგის პროცედურა. ასევე, ეპიდემიოლოგების მიერ ადგილზევე შეივსო შესაბამისი დანართი,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა - გურამ დავითაშვილმა. იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გაემგზავრებიან. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება კარანტინის ზონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საკარანტინე სივრცეებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზო...
Georgia Official
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster