სამი ათასამდე ოჯახი ელოდება უსაფრთხო საცხოვრებელს ბათუმში. ამ ეტაპზე ქალაქში უკვე 118 ავარიული კორპუსია აღრიცხული. პრობლემის მოსაგვარებლად მომდევნო ოთხ წელიწადში აჭარის ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს პროექტისთვის, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, თუმცა პროექტი კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება. ბათუმის მერიაში მიიჩნევენ, რომ დეველოპერების დასაინტერესებლად ბიუროკრატიული ბარიერები უნდა შემცირდეს და შერბილდეს გარკვეული რეგულაციები. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებით ბათუმის მერს მიანიჭა უფლება, თავად გადაწყვიტოს პროექტის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის შენობათა სიმაღლის, ე. წ. K2 კოეფიციენტის გაზრდა. ამ უფლების მინიჭებას სკეპტიკურად უყურებს როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო საზოგადოება. ისინი ეჭვობენ, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, შესაძლოა დეველოპერებთან გარიგებისა და კორუფციის სერიოზული წყარო გახდეს.
რა რისკებზე საუბრობს ოპოზიცია და რა არგუმენტები აქვთ ბათუმის მერიაში, - მხარეებს მერაბ წულუკიძე ესაუბრა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.