#არჩევნები2020 ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა


უარი ძალაში რჩება - ზეპირი განცხადებების შემდეგ ოპოზიციამ ამჯერად ფურცელზე ხელმოწერებით დაადასტურა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა.

ხელმომწერებს შორის არიან ის პარტიებიც, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. ოპოზიციური ძალები 31 ოქტომბრის შედეგების გაუქმებას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ცესკოს ახალი წესით დაკომპლექტებას ითხოვენ. აქციების რეჟიმზე გადასული ოპოზიციური ძალების დღევანდელ შეკრებაზე არ მისულა, თუმცა საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებელი გეგმით აპირებს მოქმედებას. ბოიკოტის პასუხად მმართველი გუნდი ოპონენტებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს ახსენებს და ამომრჩევლების მიმართ აღებულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან