საერთაშორისო კონფერენცია

06.07.2023 01:35

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში რიგით მე-3 საერთაშორისო ლგბტქ+ კონფერენცია იმართება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩებმა გახსნეს. კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მომხსენებლები. კონფერენციის მთავარი თემებია ლგბტქ+ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის მდგომარეობა ევროპაში, დეზინფორმაცია და ანტი-გენდერული მოძრაობები. კონფერენციას ესწრებიან ლგბტქ+ თემის წევრები, უფლებადამცველები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: