ზვიად კუპრავას პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას უკვე ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება. გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს, ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით. დეტალებით ხათუნა გაგნიძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით პატიმრობა...
Maestro Television
სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ ზვიად კუპრავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავ...
სააგენტო GUARDIAN GE
ზვიად კუპრავა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
Maestro Television
ზვიად კუპრავას დაკავება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზვიად კუპრავას გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster