ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა

25.10.2018 00:59

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ 7-თვიანი მისია წარმატებით დაასრულეს და დღეს სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ. ქართულმა ქვედანაყოფებმა ქაბულში და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მისია წარმატებით და უდანაკარგოდ შეასრულეს. დასავლეთ სარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო