როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე. მარტივი ხერხი შვრიის რძის მოსამზადებლად #სამარხვო #შვრიისრძე

03/29/2022
Cooking with Tamara-ის მიერ

#სამარხვო #შვრიისრძე
მარხვის პერიოდში აუცილებლად გამოსაყენებელი რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ.
ამ ვიდეოს გადაღება თქვენი კითხვების სიმრავლიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ბლინების რეცეპტის შემდეგ ბევრმა მკითხა თუ როგორ უნდა მომზადდეს შვრიის რძე სახლის პირობებში. ხოდა არც მე დაგზარდით და ვიდეო რეცეპტიც მოგიმზადეთ :))
ეს რძე ასევე კარგია მათთვის ვისაც ლაქტოზის მოუნელებლობა აწუხებს, და ნატურალურ რძის პროდუქტს ვერ მოიხმართ. :))
სულ რამოდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რაც სახლში ყველას გვაქვს :))
მაშ ასე.
შვრიის ფანტელი - 1ჭიქა (200გრ გამოვიყენე მე)
ცივი წყალი - 2ჭიქა (იგივე ჭიქა რითაც შვრიის ფანტელს აწყლავთ)
მეორე დღისთვის დაამატებთ
წყალი - 1ლიტრა
ზეთი - 2ს/კ
თაფლი - 2ჩ/კ (თაფლის რაოდენობა ასევე დამოკიდებულია იმაზე ტკბილი რძე გინდათ თუ არა)
და ასევე ბლენდერი, ან კომბაინი, ან ხელის ბლენდერიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.





------------------------------
filming on
* 4kUltra hd
* canon E800

----------------------------
follow me on
* instagram   / tamarlagazauri  
* facebook   / tamuna.lagazauri  
* pinterest   / boards

ვიდეოები „Cooking with Tamara"-ისგან