საკრებულოს რიგგარეშე სხდომა


უკანონო სამშენებლო ნებართვები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის ტერიტორიების გადაცემის საკითხი - ეს არის ის ბრალდებები, რასაც საკრებულოს ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე მმართველ ფრაქციას უყენებს. მათი შეფასებით, უკანონო გადაწყვეტილებებით, თბილისის მერია ხელს უწყობს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის ფორმირებას და იერსახის დამახინჯებას, რაც გამოუსწორებელ შედეგამდე მიიყვანს თბილისს. მათივე თქმით, გენგეგმის მიხედვით, იმ ტერიტორიებს, სადაც მშენებლობები დაუშვებელია, დედაქალაქის მერია კონკრეტულ პირებზე, როგორც ტერიტორიის გასხვისების და მშენებლობის „კა“2 კოეფიციენტის ზრდის საშუალებით გადასცემს. ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ უმრავლესობაში და ამბობენ, რომ თითოეული გადაწყვეტილება გააზრებულად, ექსპერტების დასკვნების გათვალისწინებითა და მოსახლეობის ინტერესების დაცვით არის მიღებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან