გიორგი ვოლსკი - „ასეთი ვიდეომასალის გავრცელება პოლიტიკურ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ემსახურება"

20.03.2014 01:12

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გიორგი ვოლსკი ინტერნეტში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას უზნეობას უწოდებს, რაც პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ემსახურება. „ქართული ოცნების" წევრის განცხადებით, ასეთი ქმედებებით, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საქმის გამოძიება არ არის დაინტერესებული, რომელიც პროცესს საკმაოდ კომპეტენტურად აწარმოებს. ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავსი კადრების გასაჯაროება მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობილი ადამიანის სურვილი შეიძლებოდა ყოფილიყო.

გაზიარება: