სესხების ჩამოწერა - სხდომა პარლამენტში

22.11.2018 04:32

მთავრობის ახალმა ინიციატივამ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრის დღის წესრიგი შეცვალა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მონეტარულ პოლიტიკაზე სასაუბროდ მისულ კობა გვენეტაძეს კითხვები ძირითადად იმ პროექტზე დაუსვეს, რომლის მიხედვით 600 000-ზე მეტ მოქალაქეს სასესხო დავალიანებებები გაუნულდება. შეხვედრა პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. სხდომაზე ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აქტიურობდა, რომელიც მასშტაბური სოციალური პროგრამის მიღმა საარჩევნო კონტექსტს ხედავს. ხმაურიანი შეხვედრის პარალელურად, დღესვე ცნობილი გახდა სესხების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტის რამდენიმე ახალი დეტალიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: