საქართველოს პირველი არხის ინიციატივა


საქართველოს პირველი არხი გაძლევს უნიკალურ შანსს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაუზიარო ემოცია მას, ვისაც შენი თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ახლა, როდესაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, ჩვენ შეგვიძლია, ხმა მივაწვდინოთ თითოეულ ადამიანს და ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის.

თუ შენ გრძნობ ახლა თავს მარტოდ, იმყოფები იზოლაციასა ან კარანტინში, შეგიძლია, გაგვიზიარო შენი ემოცია და ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ მარტო არ ხარ! ჩაწერე ვიდეოგზავნილი შენი ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ შენს ვიდეოს საქართველოს პირველი არხის დილის ეთერში ვაჩვენებთ. დარჩი სახლში, გამოხატე პოზიტივი, გამოხატე თანადგომა და უბრალოდ იყავი ჩვენთან ერთად, შენ მარტო არ ხარ. საქართველოს პირველი არხი – ის რაც გვაერთიანებს!

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან