საფინანსო ბაზრის კიდევ ერთი სიახლის შესახებ, - დღეიდან ტერმინი შავი სია უქმდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს ნეგატიური საკრედიტო სტატუსი აღარ მიენიჭება. საფინანსო ორგანიზაცია სესხის გაცემისას, მსესხებლის დეტალურ საკრედიტო ისტორიას შეისწავლის და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მიიღებს. წვდომა საკუთარ მონაცემებზე თავად მომხმარებელსაც ექნება. შესაბამისი ინფორმაციის მიღება წელიწადში სამჯერ უფასოდ იქნება შესაძლებელი. ამასთან, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა. ე.წ. შავ სიაში, საქართველოში, დაახლოებით 600 ათასი მომხმარებელია. ბაზაში ის ადამიანები შედიან, ვისაც ერთ თვეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი აქვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb