ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ახალი გეგმა

03.02.2022 05:54

ცნობილი ხდება იმ კვლევის შედეგები, რომელიც „ომიკრონით“ ინფიცირებულებს შორის დამძიმების და გარდაცვალების მაჩვენებლებს ეხება. დეკემბრის ბოლოდან დღემდე, ანუ სამხრეთ აფრიკული შტამის ცირკულირების პერიოდში, „ომიკრონით“ ინფიცირებული მოქალაქეებიდან საავადმყოფოში 38-ის გადაყვანა გახდა საჭირო. ფიქსირდება გარდაცვალების სამი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი ანგარიში სხვა მნიშვნელოვან მონაცემებსაც მოიცავს. ვაქცინაციის დაწყებიდან, ანუ მარტიდან დეკემბრის ბოლომდე ქვეყანაში 10 532 აუცრელი ადამიანი გარდაიცვალა, აცრილებს შორის კი ცხრათვიან პერიოდში 385 ლეტალური შემთხვევაა აღრიცხული. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ახალი შტამი განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება. რეგულაციების პრაქტიკულად არარსებობის და თითქმის ყველა შეზღუდვის გაუქმების ფონზე იმუნიზაციის ახალი გეგმა მზადდება, რომლის მიხედვით ივლისში მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინაციის პირველი გეგმა წლის ბოლოსთვის ვერ შესრულდა, ახალი გეგმის შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი
05:34

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება - რეგულაციები ვაქცინაციის პროცესში
06:27

ეპიდემიოლოგიური ვითარება - რეგულაციები ვაქცინაციის პროცესში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
06:04

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება იგეგმება
06:38

საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება იგეგმება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მზადება ახალი პანდემიისთვის COVID 19-ის მესამე ტალღის ფონზე
03:18

მზადება ახალი პანდემიისთვის COVID 19-ის მესამე ტალღის ფონზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა
07:35

ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება და პანდემიის მართვა - ინტერვიუ ივანე ჩხაიძესთან
24:39

ეპიდემიოლოგიური ვითარება და პანდემიის მართვა - ინტერვიუ ივან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი
05:56

ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო