მედია-ტური საქართველოს ყველაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში
http://focustv.ge კომპანია AS Group Investment მედიის წარმომადგენლები მიიპატიჟა საქართველოში ყველაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო მოედანზე. ჟურანლისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ საცხოვრებელი კომპლექსი Dirsi-ს სამშენებლო მოედანი, გაცნობოდნენ მშენებლობის პროცესს, დაეთვალიერებინათ უკვე დასრულებული ბინები, შოუ-რუმები და კომპლექსის მაკეტი. სამშენებლო მოედანზე ექსკურსიას უძღვებოდნენ მთავარი არქიტექტორი და კომპანიის ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი. სამშენებლო პროცესთან გაცნობის შემდეგ სიტყვით გამოვიდა AS Group Investment-ის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ნაიმუშინი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა პოროექტი Dirsi-ს სამომავლო გეგმებზე. უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის თანახმად, მთელი მსოფლიოს დეველოპერები და არქიტექტორები თანმიმდევრულად გადადიან წერტილოვანი მშენებლობიდან მასშტაბური პროექტების რეალიზებაზე. ცდილობენ რა დაამკვიდრონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ცხოვრების ახალი სტილი", „ხარისხიანი გარემო", „ერთიანი ურბანული სივრცე". მსგავსი ინიციატივით, 2011 წელს, საქართველოში, შემოვიდა აზერბაიჯანული კომპანია AS Group Investment, რომელმაც დააფუძნა შვილობილი კომპანია AS Georgia და 2012 წელს, დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსი Dirsi-ს მშენებლობა.
მსგავსი ვიდეოები
ვინ აყალბებს პროექტებს ეროვნულ კინოცენტრში? რატომ დუმს კულტ...
PK TV2
მედია ტური საქართველოს ეროვნულ პარკებში
TV IMEDI
გაატარე ზაფხული აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედია ტური საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედიატური პარლამენტარიზმის მუზეუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფოთში, "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ა...
მეცხრე ტალღა
ღვინის ტურიზმის ასოციაციის \u0026 ღვინის ეროვნული სააგენტოს...
Wine Tourism Association
უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster