„ვაჟაობა“ ჩარგალში

14.07.2019 01:46

ჩარგალში ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 158-ე წლისთავი აღინიშნა. მწერლის სახლის წინ რამდენიმე გასართობი აქტივობა ჩატარდა. ღონისძიება ფშავური რიტუალით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა მუსიკოსებმა რამდენიმე ფოლკლორული ნაწარმოები შეასრულეს. ვაჟა-ფშაველას იუბილე სპორტული აქტივობებით გაგრძელდა. ადგილობრივი მოსახლეობა, ჩასული სტუმრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთმანეთს მკლავჭიდსა და დოღში შეეჯიბრნენ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა 1893 წელს დაწერილი პოემა „სტუმარ-მასპინელი“ გაითამაშა. ჩარგალში „ვაჟაობა“ ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტით გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: