„საზოგადო მოღვაწე ქალები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ - გამოფენა ქუთაისში


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
„საზოგადო მოღვაწე ქალები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე იმ 17 ქალის ისტორია წარმოადგინეს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. გამოფენა კამპანია „ძალა ევროპაშიას’’ ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მხარდამჭერით გაიმართა. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესში.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან