თელავში მცხოვრები დევნილები ხადურის განცხადებას პასუხობენ


დევნილთა შემწეობა, შესაძლოა, მხოლოდ დაბალი შემოსავლის მქონე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღონ. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით - „სწორი იქნება, რომ დევნილთა შემწეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ. თუ ადამიანს დიდი შემოსავალი გააჩნია, 28 ლარიანი შემწეობის მიღების ნაცვლად, ჯობია სხვამ მიიღოს 56 ლარი.\" მისივე განმარტებით, დაწესდება გარკვეული ზღვარი, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, ეს იქნება 1500 ლარი, თუ ამ თანხაზე მეტი თუ ნაკლები.
ფინანსთა მინისტრის განცხადებას თელავში, სოხუმის ქუჩაზე, მცხოვრები დევნილები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე დევნილებს ისინი არ იცნობენ და ყველა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ან პირისთვის, ვისთანაც მათ ურთიერთობა აქვთ, დევნილთა შემწეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14Lw2lt

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან