ჟურნალისტზე თავდასხმის საქმე


ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის საქმეზე, სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. 

მოსამართლე ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. დღეს ბრალდების და დაცვის მხარეები საბოლოო სიტყვას იტყვიან და ამის შემდეგ მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან როგორც ბრალდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ისე ვახო სანაიას კოლეგები, მის მხარდასაჭერად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან