ძლიერი მიწისძვრა თურქეთში

26.01.2020 03:06

36 გარდაცვლილი და 1600-ზე მეტი დაშავებული - ასეთია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები. სტიქიიდან ორი დღის შემდეგ, არ წყდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. საგანგებო სამსახურებმა ნანგრევებიდან 50-მდე ადამიანის ამოყვანა შეძლეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ დანგრეულ შენობებში კიდევ რჩება ხალხი. ორი დღეა, აღმოსავლეთ თურქეთში განმეორებითი ბიძგებია, რის გამოც, ადგილობრივები სახლებში დაბრუნებას ვერ ბედავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: