ივანე ნანუაშვილი/Jan V. Nanuashvili

06/29/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ივანე ნანუაშვილის წიგნის „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ\" პრეზენტაცია. წიგნის ქართული და ინგლისური ვერსიები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ\" გამოსცა.

წიგნის ავტორი ივანე (ვანო) ნანუაშვილი რუსული იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ყოფილი მოქალაქე და ჯარისკაცი - უშუალო გამოცდილებით საუბრობს რუსეთზე, როგორც იმპერიალისტურ სახელმწიფოზე. სურათის სრულყოფისათვის ავტორი ამომწურავად და ღრმად შეისწავლის რუსული დაპყრობებისა და ბატონობის ისტორიას, ჩინგიზ ხანიდან და ივანე მრისხანედან დაწყებული ნაპოლეონისა და ჰიტლერის პერიოდითა და დღევანდელი რუსეთით დამთავრებული. მისი მტკიცებით, რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამპყრობელია. დაპყრობილი ქვეყნის მაგალითად ავტორს თავისი სამშობლო -საქართველო მოჰყავს. გარეშე მტრებით გარშემორტყმული საქართველო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ 1783 წლიდან მოექცა, თუმცა იმპერიამ არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და პირობები და ქვეყნის ანექსია მოახდინა.

ივანე ნანუაშვილი დაიბადა თბილისში 1902 წელს. იყო ქართული არმიის ოფიცერთა კადეტი. 1921 წელს მონაწილეობდა საქართველო-რუსეთის ომში, რომელშიც საბჭოთა რუსეთის არმიის წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი იბრძოდა. სხვა ჯარისკაცებთან ერთად ივანე ნანუაშვილი დასავლეთში, ემიგრაციაში გაყვა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას და საბერძნეთის აკადემიის წევრი გახდა. ამის შემდეგ პოლონეთში გადავიდა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთის არმიაში მსახურობდა. 1939-1941 წლებში იმყოფებოდა გერმანელების ტყვეობაში, საიდანაც გავლენიანმა ქართველებმა იხსნეს. 1951 წელს ივანე ნანუაშვილი ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სიცოცხლის ბოლომდე ამერიკის მოქალაქე იყო.

http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან