საეკლესიო კალენდარი - 08/03/2013
პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი 24 (08.03) თებერვალი წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის (ხს. 29 აგვისტოს) შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, წმიდა თავი კი უსჯულო ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა (მას იხსენებს ლუკა მახარებელი -- ლკ. 8,3), იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე -- ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ნაპოვნი სიწმიდის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით გაცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა. ინოკენტი კრძალვით ინახავდა მას, მაგრამ სიკვდილის წინ იმის შიშით, რომ სიწმიდე უსჯულოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, საიდანაც ამოიღო. შემდეგში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა, ტაძარი - ჩამოინგრა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/ZZwJSZ
მსგავსი ვიდეოები
საეკლესიო კალენდარი - 04/03/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი
საეკლესიო კალენდარი (9 აგვისტო, 2019 წ.)
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
საეკლესიო კალენდარი (3 სექტემბერი, 2019 წ.)
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
საეკლესიო კალენდარი - 8 მარტი ( წმინდა გრიგოლ პალამა )
TV religia
საეკლესიო კალენდარი - 7 მარტი
TV religia
საეკლესიო კალენდარი - 10 მარტი
TV religia
საეკლესიო კალენდარი - 29 აგვისტო
TV religia
საეკლესიო კალენდარი (12 ნოემბერი, 2020 წ.)
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება