მართვის მოწმობების ხანგრძლივობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაცით, 2019 წლის 1-ლი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული სი, სი ი, დი, დი ი, “სი ერთი”, “სი ერთი ი”, “დი ერთი” და “დი ერთი ი” კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. ამასთან გაცნობებთ, რომ ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ პირველ მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. აღსანიშნავია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1-ელ მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
kompiuteris swavleba, avtoskola rusul-qartul enaze, 50% fasd...
Nino Ivanelashvili
მართვის მოწმობების აღების პროცედურა წყდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართვის მოწმობების ვადები 03 -01- 2018
TV4. ge
მართვის მოწმობების ცვლილება
Livepress. ge
მართვის მოწმობების სტატისტიკა საქართველოში
TV IMEDI
ცვლილებები მომსახურების სააგენტოში - რა შეზღუდვები წესდება...
TV IMEDI
ძველი მართვის მოწმობების ახლით შეცვლა 1-აპრილს დასრულდება 15...
მეცხრე ტალღა
საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster