მკვლელობა სამეგრელოში

28.09.2019 00:28

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. სოფელ ჯუმში, ძმამ ძმა მოკლა. ბრალდებული დაკავებულია. მეზობლები ჰყვებიან, რომ მკვლელობა სასაფლაოზე მოხდა, სადაც ერთ-ერთი გარდაცვლილი ძმის შვილის პატივის მისაგებად იყვნენ მისულები. მომხდარის მოტივი უცნობია. გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: