შემთხვევა ხაშურში

05.03.2020 01:11

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარიდან მალევე ის კლინიკაში გადაიყვანეს. დაჭრილს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. თავდასმხა ხაშურის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. თავდასხმის შემდეგ ის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა შეაკავა, რომელიც ადგილზე არასამსახურეობრივ დროს იმყოფებოდა. ამოღებულია ნივთმტკიცება - დანა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani