სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ანგარიში
ქვეყნდება წინასაარჩევნოდ მედიის მუშაობის პირველი შუალედური ანგარიში. სამთვიანი მონიტორინგის შემდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია წინასწარ დასკვნაში წერს, რომ პოლარიზაციის ხარისხი სატელევიზიო მედიაში შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. ანგარიში როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის შედეგებს მოიცავს და აფასებს, რომელი ტელევიზიები რა ტონით აშუქებდნენ პოლიტიკურ სუბიექტებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. პირველ არხთან დაკავშირებით წერია, რომ გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა ეროვნული მაუწყებლებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. თუმცა შესავალ ნაწილში მითითებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ პირველი არხი ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს, რასაც საქართველოს პირველი არხი არ იზიარებს და გეგმავს, რომ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშზე საკუთარი მოსაზრება ევროკავშირს და გაერო-ს განვითარების ფონდს მისწეროს. სწორედ მათი მხარდაჭერით მომზადდა შუალედური ანგარიში. თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ წინასწარ დასკვნაში მოყვანილი პოზიციები ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების ფონდის მოსაზრებებად არ უნდა იყოს აღქმული. სალომე ქოქიაშვილი გაეცნო შუალედურ ანგარიშს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#დღისკოდი ახალი სატელევიზიო სეზონი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი საქართველოს პირველი არხის ახალი სეზონი LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სულთან სულეიმანის ახალი ბრძანებები | დიდებული საუკუნე 5.ეპიზ...
დიდებული საუკუნე - Muhteşem Yüzyıl
ვის ეკუთვნის ე.წ. ძველი ავტოსადგურის ტერიტორია?
ტელეკომპანია თანამგზავრი
დიდებული საუკუნე 6. სერია
დიდებული საუკუნე - Muhteşem Yüzyıl
დიდებული საუკუნე 5. სერია
დიდებული საუკუნე - Muhteşem Yüzyıl
იბრაჰიმი და ხადიჯა ფარულად შეხვდნენ | დიდებული საუკუნე 6.ეპი...
დიდებული საუკუნე - Muhteşem Yüzyıl
იბრაჰიმმა და ჰურრემმა განიხილეს | დიდებული საუკუნე 5.ეპიზოდი
დიდებული საუკუნე - Muhteşem Yüzyıl