ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში


მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ახალი პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება.

ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად მმართველი პარტიის მიერ მომზადებული პროექტის მიღმა ოპონენტები პოლიტიკურ ინტერესს და მედიასაშუალებების შეზღუდვის რისკებს ხედავენ. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ცვლილებების პროექტის ის ნაწილი იწვევს, რომელიც კომუნიკაციების კომისიის უფლებების გაზრდას გულისხმობს. ოპოზიციას არც ის ჩანაწერი მოსწონს, რომელიც კონკრეტული ბრალდებების წაყენების შემდეგ მედიასაშუალებას პასუხის გაცემას ავალდებულებს. ოპონენტების კრიტიკას და პრეტენზიებს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ ეთანხმება. ამოიღებენ თუ არა სადავო ჩანაწერს კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანამდე - საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე დამატებითი კონსულტაციები იგეგმება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან