42 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან
25 დეკემბერი გამორჩეული დღეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. 42 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 141-ე წინამძღოლის ინტრონიზაცია გაიმართა. დღეს ილია მეორის აღსაყდრების დღეა. წმინდა სინოდის მე-12 კრებაზე ერთხმად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი 42 წლის წინ საზეიმოდ აკურთხეს. „ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის მთავარი საზრუნავი. იმისთვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა, გვჭირდება შინაგანი მთლიანობა”, - ამ სიტყვებით მიმართა ისტორიული ცერემონიის დროს პატრიარქმა მრევლს. მას შემდეგ ილია მეორის სახელს უკავშირდება უამრავი აღდგენილი და აშენებული ტაძარი, ეპარქიების, მრევლის და სასულიერო პირების ზრდა, საერთაშორისო კავშირების გაძლიერება და მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
42 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან
TV IMEDI
#მოამბე 15 საათზე, 25 დეკემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
#მოამბე 12 საათზე, 25 დეკემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი სრულდება
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
პატრიარქის აღსაყდრების 42-ე წლისთავი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა
TV IMEDI
კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა
TV IMEDI