42 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან


25 დეკემბერი გამორჩეული დღეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. 42 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 141-ე წინამძღოლის ინტრონიზაცია გაიმართა. დღეს ილია მეორის აღსაყდრების დღეა. წმინდა სინოდის მე-12 კრებაზე ერთხმად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი 42 წლის წინ საზეიმოდ აკურთხეს.

„ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის მთავარი საზრუნავი. იმისთვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა, გვჭირდება შინაგანი მთლიანობა”, - ამ სიტყვებით მიმართა ისტორიული ცერემონიის დროს პატრიარქმა მრევლს. მას შემდეგ ილია მეორის სახელს უკავშირდება უამრავი აღდგენილი და აშენებული ტაძარი, ეპარქიების, მრევლის და სასულიერო პირების ზრდა, საერთაშორისო კავშირების გაძლიერება და მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან