დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14.03.2019 01:24

დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვიზიტი 15 მარტამდე გაგრძელდება და შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: