გამოფენა "მზიანი კახეთი"


თელავის დრამატულ თეატრში მხატვარ ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა \"მზიანი კახეთი\" გაიხსნა. ეს მხატვრის პირველი მასშტაბური ექსპოზიციაა თელავში. გამოფენაზე წარმოდგენილია საფრანგეთში მოღვაწე მხატვრის ქართული პერიოდის ნახატები - სულ 40-ზე მეტი ნამუშევარი.
ლევან მოსიაშვილის რამდენიმე პერიოდად დაყოფილი შემოქმედება სწორედ \"კახური პერიოდით\" დაიწყო, რამდენადაც მხატვრის პირველი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები თელავსა და შილდას უკავშირედება. თელავის თეატრში თავი მოიყრა მხატვრის იმ ნამუშევრებმა, რომლებიც დღეს უკვე კერძო კოლექციებში ინახება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1s27X8j

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან