ნდობის ჯგუფის სხდომა

28.01.2021 00:32

პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ნდობის ჯგუფის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური უწყების 2020 წლის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს დახურულ ფორმატში წარადგენს. მოხსენების ძირითადი მიმართულებები სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ღონისძიებები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებია. ნდობის ჯგუფის წევრები მინისტრისგან ასევე მოისმენენ ინფორმაციას, უწყების მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე. ​ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: