განათლების მინისტრის ანგარიში


განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა. მიხეილ ჩხენკელმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის პერიოდში განხორციელდა და რომლებსაც კორონავირუსის პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა, მათ შორის არის სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და დისტანციური სწავლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო „ტელესკოლა“, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მინისტრის განცხადებით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა, რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი და სკოლები აღიჭურვა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან