აქცია ხობში
ხობის საფეხბურთო კლუბის „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა და მხარდამჭერებმა მერიის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გასულ წელს მერიის მიერ მოძიებულმა ინვესტორმა ფინანსური ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კლუბს 81 ათას ლარამდე დავალიანება დაუგროვდა და ახლა დაშლის პირასაა მისული. ფეხბურთელებს დღემდე არ მიუღიათ 5-6 თვის ხელფასი. რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი უკვე დატოვა. აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მოიძიოს ახალი ინვესტორი, ან ძველს მოსთხოვოს დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაცილებით ფართომაშტაბიან აქციას გეგმავენ. გუნდს 2016 წლამდე ხობის მერია აფინანსებდა. ის მერიის ბალანსზე დღემდე რჩება, თუმცა კერძო ინვესტორი აფინანსებს. ფეხბურთელებს ხობის მუმიციპალიტეტის მერი შეხვდა და განაცხადა, რომ დავალიანება უმოკლეს მომავალში დაიფარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია ხობში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბოქლომების აქცია ხობში“ 2019 11 22
Irakli Shonia
მრევლის აქცია ხობში
Livepress. ge
სისხლის დონაციის აქცია ხობში 12 10 17
მეცხრე ტალღა
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის უფასო აქცია ხობში
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
რუსთავი 2 ს მხარდასაწერი აქცია ხობში
Radio Atinati
8 08 2012 სანთლების აქცია ხობში
Irakli Shonia
დავით ქანდარია ექიმ ოფთალმოლოგი აქცია ხობში
Irakli Shonia