სოციალური კამპანია ლელა ვეფხვაძის დასახმარებლად

06.07.2020 04:05

დახმარება სჭირდება უსინათლო მომღერალს, რომლის მიერ შესრულებული სიმღერა 9 აპრილის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. უკვე წლებია, ლელა ვეფხვაძე უსინათლო დედასთან და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს და თავს მეტროში სიმღერით ირჩენს. საზოგადოების ნაწილი მომღერლისთვის ბინის შეძენის იდეის გარშემო ერთიანდება. უკვე შექმნილია სპეციალური ანგარიშიც, სადაც სურვილის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ. წლების განმავლობაში საქართველოსთვის მომღერალი ლელა ვეფხვაძის მთავარი ოცნებაა საცხოვრებელი ფართი ჰქონდეს და ოჯახის წევრების სათანადოდ  დახმარება შეძლოს.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: