ექსპერტიზის პასუხი გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას საქმეზე

06.02.2019 00:59

გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ადვოკატის განცხადებით, მავთულზე, რითიც გოგონას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა და ფსიქიატრიული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია. ტანსაცმლის ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა ისიც, რომ დაკავებულს  შემხებლობა ჰქონდა ნანუკა ბერიაშვილთან. 9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო