„ტუშა"-ს უნივერსიტეტის პროფესორი თესაუში
20.06.2014
01:18
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს „ტუშა"-ს უნივერსიტეტის პროფესორი ლორენცო ვენცი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი შეხვდნენ. მათ კოლეგებს ახალი პროექტი გააცნეს, რომელიც უახლოეს მომავალში თესაუ-ში ამოქმედდება. აღნიშნული პროექტი ორივე უმაღლეს სასწავლებელს შორის ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის - „ერასმუს პლიუსის" - ფარგლებში განხორციელდება. ევროკომისიის მიერ პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, მისი ამოქმედება 2015 წლის სექტემბრიდან იგეგმება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1npEVbW